Digest Logo

ქუთაისში VI მცდელობაზე დაკიდებულ დროშას მერია თავად დაუშვებს, დროებით - წულაიას გამოხმაურება

1607340912
დროშა _ ქუთაისი

„ერთკვირიანი პროგნოზიდან გამომდინარე, ქუთაისში მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, საქართველოს დროშა დროებით დაშვებული იქნება“, - ვკითხულობთ ქუთაისის მერიის ააიპ „ქუთგანათების სერვისის“ ფეისბუქ გვერდზე.
 
 

ფაქტს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი გოგი წულაია უცვლელი ფრაზით გამოეხმაურა:


შეგახსენებთ, ნიკეას ქუჩაზე დროშის დაკიდების 5-მა მცდელობამ ამაოდ ჩაიარა. ორწლიანი მცდელობების შემდეგ მე-6 ცდამ გაამართლა. მერიამ ამაში სოლიდური თანხა - 50000 ლარი დახარჯა. ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციით, დროშა კვლავ დაზიანდა.