
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, საკმაოდ საინტერესო დღეა. იდეალური დღეა გადახედოთ წარსულს, მიიღოთ კითხვებზე პასუხები, რაც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ. გექნებათ შეგრძნება დროის გაჩერების, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახართ და თქვენი ქმედებები სწორია“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - მოაგვარებთ ძველ პრობლემებს, ნეგატიურ სიტუაციებს მარტივად გადალახავთ. თქვენი დიპლომატია დღეს აუცილებელია.
კურო - მშვიდად გაატარეთ დღე, საღამო ოჯახთან ერთად, რადგან აღიდგინოთ ენერგია.
ტყუპები - საინტერესო დღეა, ახალი ინფორმაცია, სიახლე, დადებითი რაღაცები გელოდებათ. ახალი კავშირები და წინ სვლა საქმიანი მიმართულებით.
კირჩხიბი - ემოციური დღე გაქვთ, ნუ დაიტვირთებით. ენდეთ ინტუიციას და არ გარისკოთ. გაატარეთ დღე მშვიდად.
ლომი - მარტივად შეძლებთ თქვენი იდეების გაზიარებას, იყავით თამამები და გამოიყენეთ თქვენი უნარები.
ქალწული - გამოიჩინეთ მაქსიმალური კონცენტრაცია დეტალებზე. ფინანსური საკითხები მოაგვარე, თუმცა ყურადღებით.
სასწორი - ჰარმონიული დღე, მარტივად გამოასწორებთ პრობლემებს პარტნიორულ ურთიერთობაში. დაუთმეთ დღე საკუთარ თავს.
მორიელი - ახალი ინფორმაცია, აღმოჩენა გავლენას მოახდენს თქვენს გეგმებზე. იყავით ყურადღებით და ნუ ჩაუღრმავდებით ყველა დეტალს.
მშვილდოსანი - დაასრულეთ ყველაფერი, დაუსვით წერტილი ყველაფერს, რისი დატოვებაც გინდათ წარსულში. გადადგით ახალი ნაბიჯები.
თხის რქა - კონცენტრირდით კარიერაზე. აიღეთ ახალი ვალდებულება, რაც წარმატებული იქნება.
მერწყული - იდეები, შესაძლებლობები გაჩნდება, ამიტომ სწორად დაგეგმეთ ყველაფერი, განსაზღვრეთ სამომავლო გეგმები.
სასწორი - ენდეთ ინტუიციას, მიიღებთ მინიშნებებს სიზმრის სახით. დაუჯერეთ შინაგან ხმას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა, რომ თქვი დიახ... ძალიან აღფრთოვანებული ვარ“ - ნუცა ბუზალაძის რჩეული 55 წლის დარენ პრინსია