კობა დავითაშვილის მეუღლემ, ინგა ბიწაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში მეუღლის შესახებ ისაუბრა.
როგორც დავითაშვილის მეუღლემ აღნიშნა, კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის ბოლომდე არ აპატია.
„მსხვერპლად არ თვლიდა თავს, თვლიდა რომ ყველას ვალია სამშობლოსთვის იღვაწოს. ასე რომ სიცოცხლეც არ დანანებია, რაც ჰქონდა ძვირფასი, ისიც არ დანანებია. თვითონ არ ეგონა თუ ასე მალე წავიდოდა თორემ კარგად დაწერდა ყველაფერს. სააკაშვილს არ აპატია და დანარჩენს ყველას აპატია. არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მოდი შეურიგდი მეთქი, ისე გამიბრაზდა, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. დანარჩენს ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა“,- ამბობს ინგა ბიწაძე.
შეგახსენებთ, კობა დავითაშვილი 2020 წელს, 49 წლისა გარდაიცვალა.
🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:
🔵„შვილიც კი არ უნდა გიყვარდეს შენს მეუღლეზე მეტად, არც მშობელი, არც არავინ“ - დეკანოზი შალვა კეკელია
🔵კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 500 ლარი გადაეცემა