დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა და სავარაუდოდ შემთხვევები ნოემბრის შუა რიცხვებიდან იქნება.
„დღეისთვის აცრილია მხოლოდ 5 ათასი ადამიანი. ვიცი, რომ გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნილება დიდია ამიტომ მინდა გითხრათ, რომ თვითმფრინავის რეისის დადასტურება უკვე გვაქვს და კვირას დამატებით 4 კომპონენტიანი 77 000 ვაქცინის დოზა ჩამოვა.
ვაქცინა ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება და დაიწყება დიდი რისკ ჯგუფების აცრა, ესენი არიან 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ა.შ.“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თვის ბოლოს, ნოემბრის პირველიდან 4 რიცხვის ჩათვლით შემოვა კიდევ 110 000 დამატებითი დოზა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში 23 000.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცნობილია თარიღი, როდის შემოვა საქართველოში „ა“ და „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
ცნობილია, რისკ-ჯგუფები, რომლებსაც ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ