მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ძალოსანი ასპარეზს თბილისის დროით 14:50 წუთზე დაიწყებს.
ინფორმაციისთვის, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ საერთო ჯამში 454 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალექსეი ლოჩევი დოპინგის ტესტზე ჩავარდა, პირველი ადგილი ტალახაძეს გადაეცა.
2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფერდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ ჯამში 463 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა.
2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. ასწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მზეზე ზედმეტი წოლისგან თვალიც დამსიებია და წყლულებიც გამჩენია...“ - სალომე გოგიაშვილი