Digest Logo

ლუკა მხეიძემ საფრანგეთის სახელით ოლიმპიური მედალი მოიგო

1627131671
ლუკა მხეიძე

საფრანგეთს პირველი ოლიმპიური მედალი ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მხეიძემ მოუტანა. მან 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ლუკა მხეიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელ კიმ ვონ ჯინის შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო.

სპორტსმენი საქართველოდან 12 წლის ასაკში, 2008 წლის ომის შემდეგ წავიდა. მას საფრანგეთმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც სწორედ საფრანგეთის სახელით მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარმომავლობით ქართველ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

სანდრო ბაზაძემ უძლიერესი კორეელი მოფარიკავე დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

„სულ რომ დასაკეცი მამაო და ეკლესია ედოს გულის ჯიბეში, ეს ბიჭი ჩემთვის იყო და იქნება დიდი გამარჯვებისა და სიკვდილის წუთიერად დავიწყების სიმბოლო"