Digest Logo

🎥 „ომი გადავა გლობალურ პროცესებში...“ - რას მოუტანს მარსი-პლუტონის ოპოზიცია მსოფლიოს, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

1729185814
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად იგი იუთუბის საკუთარ არხზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. ასევე რამაზ გიგაურმა მარსისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტის მნიშვნელობასა და მისი გავლენით მოსალოდნელი საფრთხეებს განმარტავს.

„პირველი, რასაც ვხედავთ ცის კაბადონზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი და დაიწყება ზეგ, 19 ოქტომბერს ეს გასტანს საკმაოდ დიდხანს. სხვა და სხვა ფაზები ექნება. აღნიშნული ნეგატიური ასპექტი დაიშლება 2025 წლის 10 მაისს. ფაქტობრივად 19 ოქტომბერს 2024 წლის დედამიწა შედის ნეგატიური ფაზის ქვეშ. 

მარსი-პლუტონის ოპოზიციაა აღნიშნული ასპექტი.

მარსი ეს არის აგრესიისა და ბრძოლის პლანეტა. ის არის სექსუალურობა, მიზანსწრაფვა, თავდაჯერება, მაგრამ ნეგატიურ გავლენაში ვამბობთ იმას, რომ პლუტონთან ის იძლევა ძალიან ძლიერ წნეხს. ასევე ძლიერ დაპირისპირებას. შეიძლება ვთქვათ, რომ პლუტონი მარსზე უფრო ძლიერი და მასშტაბურია.

პირველი ფაზა - იქნება 2024 წლის 19 ოქტომბრიდან 2025 წლის 17 იანვრამდე.

მეორე ფაზა - იქნება 2025 წლის 13 აპრილიდან 2025 წლის 10 მაისამდე.

ეს ოპოზიციური ასპექტი არის არჩევნების გაკეთება. კვადრატული ასპექტი ნიშნავს კონფლიქტს. ოპოზიციური ასპექტი არის გაცილებით ძლიერი. ადამიანი, ქვეყანა ან რაიმე მოვლენა უპირისპირდება მის წინ მდგომ, რაღაცას მასშტაბურს. არსებობს იმის ალბათობა, რომ ის დაძაბული პოლიტიკური პროცესები, რაც ლოკალურად არსებობს მისი მასშტაბები ბევრად გაიზარდოს.

მზე ნატალურ ანუ დაბადების ასტროლოგიაში ადამიანს შეისწავლის.

რა არის მზე? - ეს არის მე, ადამიანი, ეგო.  მზე ქვეყნების ასტროლოგიაში შეისწავლის მმართველებს, იმას ვინც პოლიტიკურ პროცესებს მართავს. მას შეუძლია ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება.

მარსი-პლუტონის დაპირისპირება ნეგატიური კუთხით მზის დახმარებით ხდება. ეს ქმნის ე.წ ტაუ კვადრატს. ეს არის ე.წ. შავი სამკუთხედი. ეს სამკუთხედი არის პირველი გეომეტრიული ფიგურა, სადაც ენერგია ტრიალდება. ფაქტობრივად ეს ტაუ კვადრატი განსაკუთრებულად გამოვლინდება 19 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე. ანუ ეს იქნება მხოლოდ 11 დღე. ბასრი ენერგია მიმართული იქნება მმართველი ძალისკენ. ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის მთელს მსოფლიოში იქნება მმართველი ძალისკენ მიმართული. ამ ტაუ კვადრატში არის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიც.

ცოტა ხნის შემდეგ იქნება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები. პირველი, რაც შეიძლება ითქვას ეს არის ძლიერი დაპირისპირება. შეთქმულებების, მასონური თეორიების, უხილავი ტიპების ბრძოლა იქნება.

მარსისა და პლუტონის დაპირისპირება ნიშნავს შიშს, ღრმა შიშს, რადგან მარსი და პლუტონი არის მორიელისა და მერვე სახლის პატრონი. ეს არის ერთგვარი ტრანსფორმაციაც. საკმაოდ მტკივნეული პროცესებია. ასევე ამ ორი პლანეტის დაპირისპირება არის გამოწვევებიც, როდესაც ქვეყანას წინ უდგება რაღაც ბარიერი და ეს ბარიერი უნდა გადალახოს. იქნება გადაფასებების პერიოდი. დავინახავთ რა მოხდება პოლიტიკურ პროცესებში იგივე რუსეთ-უკრაინის ომში. მე ვფიქრობ, რომ ეს ომი გადავა გლობალურ პროცესებში, შეიძლება ეს ირანის თემებიც იყოს. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის კონფლიქტი. ასევე სხვა პირების ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში. ადამიანს უჩნდება გარკვეული თავდაჯერებულობა კონფლიქტებში შესვლისას, რომელიც შეიძლება ცუდად დასრულდეს.

წავა მამათა და შვილთა დაპირისპირება. თუმცა ისტორიიდან ვიცით, რომ დრო შვილებზე მუშაობს. ამიტომაც ვამბობ, რომ მიუხედავად რთული და ნეგატიური პროცესებისა, დარწმუნებული ვარ რომ შვილები გაიმარჯვებენ“, - ამბობს რამაზ გიგაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია“ - „ლე პარიზიენი“

⭕ „ფაქტობრივად, სამოდელო ბიზნესში იმავეს აკეთებს, რასაც „კვარა“ ფეხბურთში“ - ზაზა შენგელია მატილდა გვარლიანზე

🎥 არ გაიკეთოთ ოპერაცია ამ 2 ორგანოზე - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება საზოგადოებას