ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ რ. პომპეოს შორის მიმდინარეობს შეხვედრა.
როგორც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული შეხვედრის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მ. პომპეო, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო.
შეხვედრას ესწრებიან საპატრიარქო ტახტის მოასყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაძენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგნგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები.