ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი შემზარავ ისტორიას აქვეყნებს, მამინაცვალმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 20 წლის გოგონა მოკლა, ამის შემდეგ კი, იმავე იარაღით თავი მოიკლა.
მამინაცვალის თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 20 წლის გოგონა იმსხვერპლა, გოგონას მოკვლის შემდეგ, მამინაცვალმა თავი მოიკლა. ანა პაპაშვილი სტუდენტი იყო. ის თბილისში ცხოვრობდა და სწავლობდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლებოდა და ნახევარ განაკვეთზე „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელში მუშაობდა.
2014 წლის 27 აპრილს, როცა ანამ წერეთლის გამზირზე, თბილისში მამინაცვალს სახლში ესტუმრა, მისი თოფიდან გასროლილმა ტყვიამ ადგილზევე მოკლა. მოკლული ანა მეგობარმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ნახა და პოლიციასაც მან შეატყობინა. 78 წლის მამინაცვალმა, როცა გააცნობიერა, რომ გოგონა მოკლა, თვითონაც თავში ისროლა. კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით – განზრახ მკვლელობით დაიწყო, რაც 7–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოგვიანებით 116–ე მუხლით შეცვალეს – მკვლელობა წინასწარი განზრახვის გარეშე, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სასამართლომ ეჭვმიტანილის გარეშე ჩაიარა, რადგან ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენი მაინც გამოიტანა და გარდაცვალებამდე, კლინიკაში მყოფ მამინაცვალს მაქსიმუმი – რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორივე მუხლის, 116–ისა და 236–ის გათვალისწინებით – რაც ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვას, შენახვას, ტარებას, წარმოებას, გადაზიდვას, გადაცემას ან გაყიდვას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დახურა.
გოგონას გვამი მცხეთასთან ახლოს მდებარე მშობლიურ სოფელ ვარდისუბანში დეიდამ და ბებიამ გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. თუმცა, ხალხს მომხდარის განხილვა არ შეუწყვეტია. მკვლელობის მოტივებსა და წვრილმანებზე აზრი ორად გაიყო: მართლა შემთხვევითი მკვლელობა იყო თუ არა?
თ.შ. – მამინაცვლის მეზობელი: „სახელსაც კი ვერ ვარქმევ იმ ცხოველის საქციელს. ერთი ტყვიით დაასრულა ანას სიცოცხლე, არადა, ამ გოგოს ყველაფერი წინ ჰქონდა“.
რ. ბ. – სხვა მეზობელი: „ყველანი ვიცნობდით იმ საწყალ გოგოს და ერთ დღესაც უცებ მკვდარი გამოიტანეს იმ ნაბიჭვრის სახლიდან. სულ ვაფრთხილებდი ხოლმე, ნუ ცხოვრობ მაგ კაცთან–მეთქი, ეგ იყო ზუსტად, დედამისი რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ამიტომ ანასაც ვეკითხებოდი ხოლმე, რატომ არ ეშინოდა მისი“.
მსხვერპლის მეგობრებიც ადასტურებენ იმას, რომ დედამისმა თავი სამი წლით ადრე მოიკლა. ამ შემთხვევის გამოძიება არ დასრულებულა 115–ე მუხლით გათვალისწინებული დაპატიმრებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახლაც მსხვერპლის მეგობრები ამბობენ, რომ მკვლელმა თავის გერს შემთხვევით ესროლა და რომ მისი მოკვლა აზრადაც არ გაუვლია.
რ.ბ.: იმ ბინძურს ახალგაზრდა გოგოები ყოველთვის ძალიან მოსწონდა და ხშირად ისინი სახლშიც მიჰყავდა. ჩვენ, მეზობლები, ყველაფერს კარგად ვხედავდით, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდით. არც ერთი გოგონა არ ყოფილა 18 წელზე ნაკლების, შესაბამისად, პოლიციასაც ვერაფერს ვაცნობებდით. საკუთარი ბინა ჰქონდა, აქირავებდა და ხშირად თბილისის გარეუბნებიდან იზიდავდა გოგონებს. როცა უკვე შევნიშნეთ, რომ მისი ბოლო გოგონა ფეხმძიმედ იყო, აბორტის გაკეთება აიძულა და სახლიდან გამოაგდო“.
გ.ზ.–ს თქმით ეს შემთხვევა ფემიციდი არ არის: „ანა განზრახ არავის მოუკლავს. იმ იმბეცილმა კაცმა ის შემთხვევით მოკლა, იარაღით თამაშობდა უბრალოდ და სულ ეგ იყო, მერე კი, როცა ნახა, რომ ანა მკვდარი იყო, თვითონაც თავი მოიკლა.საქართველოში უამრავი ჭორიკანა ცხოვრობს, ავრცელებენ და ავრცელებენ ჭორებს. ჩხრეკენ სხვების ცხოვრებას და დასკვნები გამოაქვთ, მაშინ, როცა რეალურად რა მოხდა, აზრზე არ არიან. მეზობლების განცხადებებს არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ბოროტები არიან“.
გ. ჩ.: „უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით. ჩემი კურსელი იყო და ძალიან მეხმარებოდა სწავლაში. როცა მოკლეს, უნივერსიტეტში ყველა ამბობდა, რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევაა, მაგრამ როცა ჭორები მისი მეზობლებისგან გავიგე, დავიზაფრე. ისეთი საყვარელი, ისეთი ჭკვიანი და ისეთი მეგობრული იყო ანა, რომ იცოდეთ… ვერაფრით წარმომიდგენია, რომ ვიღაცამ მოკლა. უბრალოდ ვერ დავიჯერებ ამას. შეუძლებელია“.
მოკლა თუ არა ანა განზრახ მამინაცვალმა – აზრთა სხვადასხვაობას ეს იწვევს. თუმცა, რა არის ის ფაქტი, რაზედაც არავინ კამათობს? 2014 წელს ანა იყო ერთ–ერთი იმ 35 ქალიდან, რომლებიც მოკლეს. მისი მამინაცვალი იყო ერთ–ერთი იმ 382 ადამიანიდან, რომელმაც თავი მოიკლა.
❗ასევე დაგაინტერესებთ: