Digest Logo

მარიხუანის მოხმარება ინფარქტის რისკს ზრდის - კვლევა

1631028544
მარიხუანა მოსაწევიუ

კანადელი მეცნიერების დასკვნის მიხედვით, მარიხუანა ახალგაზრდებში მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს ზრდის. Canadian Medical Association Journal-ის კვლევის მიხედვით, 45 წლამდე ახალგაზრდა ადამიანებში გულის შეტევების ალბათობა მარიხუანის მოხმარების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სპეციალურ გამოკითხვაში 33 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 18-44 წელს შეადგენდა. მათგან 17%-ის თქმით, მარიხუანას ბოლო 30 დღის განმავლობაში მოიხმარდა. გულის შეტევა 1,3%-ს დაუდგინდა. მარიხუანას უფრო ხშირად კაცები მოიხმარდნენ.

ამასთანავე ზოგიერთი ადამიანი მარიხუანის მოხმარების პარალელურად ალკოჰოლსაც მოიხმარდა, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს კიდევ უფრო ზრდიდა.

მარიხუანის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ის გულის მუშაობაზე ნეგატიურად აისახება, ვინაიდან გულის აჩქარების დროს მას ჟანგბადიც მეტი სჭირდება. მარიხუანა კი გულისთვის დამატებითი ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს. ეს გულის მუშაობაზე ნეგატიურად აისახება როგორც მოკლევადიან, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში.

კვლევების მიხედვით, მარიხუანა ბავშვის ორგანიზმზეც ნეგატიურად აისახება. ორგანიზმზე ნეგატიური ზემოქმედება იმის მიუხედავად ხდება, ეწევა ადამიანი მარიხუანას თუ საკვებში იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ბათუმში, სკოლის ეზოში, 3 ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს

🔵მარიხუანა გადაყლაპა - როგორ გადაურჩა სიკვდილს ცნობილი პლეხანოველი „პლანაქეში“

🔵9-წლიანი პატიმრობა, 2 ქორწინება, ქუჩა, მარიხუანა და ლექსები - ცოტა რამ კოტე ყუბანეიშვილზე