Digest Logo

მარნეულში ჩხუბის დროს შვილისთვის მოქნეული დანა დედას მოხვდა

1627073293
პატრული ღამით

მარნეულში ცოტა ხნის წინ, შუა ხნის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ცნობილია, რომ ინციდენტი ადგილობრივ მამაკაცებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რასაც კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი პირის დედაც შეესწრო. 

თვითმხილველის თქმით, ქალი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მას დანით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს შვილისთვის მოქნეული დანა მოხვდა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: rustavi2.ge