
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 28 აპრილს ჩასატარებელ პრაქტიკას გვიზიარებს, რაც გათხოვებაში დაგვეხმარება:
„ვისაც სურს, წელს გათხოვდეს ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ.
დაგვჭირდება:
15 წუთის საკუთარი თავისთვის გამოყოფა, ფურცელი და კალამი, ასევე დაგვჭირდება კონვერტი.
ფურცელზე უნდა ჩამოწეროთ მინიმუმ 15 პუნქტი თუ როგორ გამოიყურება თქვენი პარტნიორი, რას საქმიანობს, სად შეხვდით ერთმანეთს, სად ატარებთ ერთად დროს.
ამის ჩამოწერის შემდეგ, ფურცელს ვათავსებთ კონვერტში და ვამბობთ შემდეგ სიტყვებს: მე ვაძლევ თავს უფლებას მქონდეს ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობები ჩემი სცენარის მიხედვით“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ დავიკლოთ პასკითა და სადღესასწაულო კერძებით მომატებული კილოგრამები - დალი ჩიტალაძის რჩევები