Digest Logo

„მეთამაშებოდა, ამ კადრებს როგორ დავივიწყებ... შევედი დასაძინებლად, რატომ შევედი, რა მინდოდა...“ - დედამ გარდაცვლილი შვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა

1626179889
ოპერატორის დედა

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს გულისხმობს.

უწყების ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას გამოეწვია.

ლექსო დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე დედამ შვილი გააცილა.

„მეთამაშებოდა, ამ კადრებს როგორ დავივიწყებ... შევედი დასაძინებლად, რატომ შევედი რა მინდოდა, რა მინდოდა, რატომ დავიძინე, მეთქი ჩემი შვილი ძაღლმა არ შეაწუხოს-თქო. ძაღლის გამო მივედი, მივედი რომ მენახა...“,- ამბობდა სასაფლაოზე გარდაცვლილის დედა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ეს ბრაზი სად წავიღო“ - გარდაცვლილი ოპერატორის ცოლის პირველი კომენტარი

2 შვილის მამა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მშობელი და ძალადობას „შეწირული“ - ცოტა რამ გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ

„დედის ხმა არ ამომდის ყურებიდან …. რომ შევედი ამომხედა და „რას მეტყვი რას?“ - ეკა ბესელია