Digest Logo

2 შვილის მამა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მშობელი და ძალადობას „შეწირული“ - ცოტა რამ გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ

1625992900
ოპერატორი

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

როგორც ოპერატორის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, არ უნდოდა შვილის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება.

აგრეთვე, ცნობილია რომ მამაც ტრაგიკული შემთხვევით გარდაეცვალა.

ამ ამბავმა სრულიად საქართველო მოიცვა და ყველას ერთ კითხვაზე სურს პასუხის გაგება - სასტიკი ცემა და 5 დღეში გარდაცვალება - არის თუ არა ამ ორ ფაქტს შორის კავშირი?

მიუხედავად ამ კითხვაზე პასუხისა, ფაქტი შემზარავია საქართველომ კიდევ ერთი ახალგაზრდა, 38 წლის მოქალაქე დაკარგა.

 

მას 2 შვილი ჰყავდა. 5 ივლისსაც, როდესაც დაშავდა შვილებზე ფიქრობდა, ჟურნალისტს ეუბნებოდა „ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენ-ო“.

მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ ბევრს დაწყვიტა გული, რამდენიმე დღის წინ ვწერდი, მალე უნდა გამოჯანმრთელდე და ისევ ისტორიული კადრები გადაიღო-მეთქი.
გამოვჯანმრთელდები, თან არ შევარჩენ, სასამართლომდე მივყვები-ო.
ახლა ჩვენი მოვალეობაა, რომ მაგ მოძალადე ჯგუფებს ეს ყველაფერი არ შერჩეთ!
ლექსო შენი ენთუზიაზმი საქმისადმი ძალიან დააკლდება ქართულ ტელესივრცეს“- უწერს მეგობარი.

„არ შეგარჩენთ ამ ტრაგედიას! არასოდეს გაპატიებთ! შეიწირეთ და მოკალით! ასეთი ტრაგედიით დასრულდა სპეცოპერაცია მედიის წინააღმდეგ! “- წერს გრიგოლია.


აგრეთვე წაიკითხეთ:

„ყველამ თქვას, რომ ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს...“ - პეტრე კოლხი

„მთხოვა, ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენ-ო, ორი ბავშვი მამის გარეშე დარჩა“ - ჟურნალისტი გარდაცვლილ ოპერატორზე

„30 პოლიციელი შემოვარდა, ეს საწყალი ბიჭი პარკში ჩადეს... მიცვალებული მოიტაცეს, ლიფტში შეიყვანეს, გაჭედეს“ - ვატო წერეთელი