Digest Logo

მივიღე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დავრეკე 112-ში და ველოდები პოლიციას - გვარამია

1603302501
მთავარი არხის დირექტორი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ანონიმური წყაროსგან მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე და ამის შესახებ 112-ს შეატყობინა.

მისივე თქმით, ელოდება პოლიციის რეაგირებას.

„ახლა მადარდებს მხოლოდ მძევლების ამბავი, ამ წარმავალ ხელისუფლებას მხოლოდ ნაციონალებზე და კრიტიკულ მედიაზე აქვს სალაპარაკო, კობახიძემ რაც უნდა ილაპარაკოს, არ მადარდებს, სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ, ან კობახიძის სისხლის სამართალთან შეხება ვინ გაიგონა, შსს-ს განცხადება კი ვერ გავიგე, რადგან ჟურნალისტი თავად, ასეთ დროს თვითცენზურას არ დაიწესებს, მისი ინსტინქტია ყველაფერი გადაიღოს, ასეა ყველგან, მსოფლიოში...

ამ ზარებთან დაკავშირებითაც ვიკითხე, რა ვქნათ, გადაწყვეტილება წამებში იყო მისაღები, ამ ადამიანის სიცოცხლეზე მე ვერ ავიღებდი პასუხსიმგებლობას; კაცი მირეკავს, მძევალი ვარო, მე კიდევ მის ვოლზე უნდა მერკვია, ყოფილი „ნაცია“, ყოფილი „ევსაქია“ თუ ვინ არის?

აი ახლა, მე ანონიმურმა წყარომ მომაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არც ვიცი, გავუშვა ეთერში თუ არ გავუშვა, ამიტომ დავრეკე პირდაპირ 112-ში და გამოვიძახე პოლიცია, რომ ინფორმაცია მივაწოდო“ - ამბობს გვარამია.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ამ წუთებშიც მიმდინაროებს სპეცოპერაცია, სადაც მძევლად რჩება 16 ადამიანი.

თავდამსხმელის ძირითადი მოთხოვნებია სპეცრაზმმა დატოვოს მიმდებარე ტერიტორია, მიიღოს მილიონ ნახევარი დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით, აგრეთვე ვერტმფრენი და მანქანა, რითაც მძევლებთან ერთად უსაფრთხოდ გადაადგილდება.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ჩვენ გადავრჩებით - რა ფოტო გამოაქვეყნა მძევალმა გათავისუფლებამდე?

თავდამსხმელმა მძევლად პოლიციელი აიყვანა

თავდამსხმელი მძევლებთან ერთად შენობას ტოვებს (ვიდეო)