Digest Logo

მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა - თვითმხილველი

1625486457
თბილისში ტურისტი დაჭრეს

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტი დაჭრეს - ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. პორტალის ინფორმაციით, მოქალაქემ მათ უთხრა, რომ ძალადობის მიზეზი ყურზე გაკეთებული საყურე იყო.

როგორც ის ფორმულას უყვება, ის გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს.

ადგილზე მას პირველადი დახმარება სასწრაფომ აღმოუჩინა.

„დაიჯესტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩამოუკიდეთ ეს ფოტო ილია მეორეს და ღარიბაშვილს კაბინეტში!“ - რას წერს სანაია

„ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი!...“ – თაკო ჩარკვიანის მოწოდება ოპოზიციას

„ეს მოძრაობა ჩემთვის დღეს დამთავრდა... ეს ხალხი ქრისტიანები არ არიან...“ - ბაია პატარაია „რიონის ხეობის მცველებზე“

წყარო: formulanews.ge