Digest Logo

მოემზადეთ!!! ოქტომბერში მაგნიტური ქარიშხლების შეტევა იქნება

1633179600
მაგნიტური ქარიშხალი

„მაგნიტური ქარიშხლები“ მზეზე მომხდარი აფეთქებების შედეგია, ის ჩვენს პლანეტას ყოველთვიურად  სხვადასხვა სიძლიერითა და ინტენსივობით საშუალოდ ოთხჯერ ატყდება თავს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მაგნიტური ქარიშხლების გავლენას დედამიწის მოსახლეობის პრაქტიკულად 50-70% გრძნობს. ამიტომ იმისთვის, რომ მოვლენით გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება შევამციროთ, საჭიროა ვიცოდეთ – როდის, რომელ დღეებშია მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლები.

მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის (ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი) ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში (26 ოქტომბრის ჩათვლით) მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:

1 ოქტომბერი — ექსტრემალურად ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც დილის 7 საათისთვის (თბილისის დროით) 5G დონეს მიაღწევს. 12:00 საათისთვის ინტენსივობა დაიკლებს და ქარიშხლის სიძლიერე 4G დონემდე დაიწევს;

5 ოქტომბერი — ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი — 3G დონე;

10 ოქტომბერი — ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი — 3G დონე;

19 ოქტომბერი — ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი — 3G დონე.

დანარჩენ დღეებში მაგნიტური აღშფოთებების სიძლიერე G1 და G2 დონეებს (სუსტი და საშუალო) არ ასცდება.

მაგნიტური ქარიშხლების დროს ბევრი ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, განსაკუთრებით, მეტეოდამოკიდებულები. თუმცა არსებობს ისეთი სიძლიერის ქარიშხლებიც, რომელიც სრულიად ჯანმრთელის მდგომარეობაზეც კი ახდენს უარყოფით გავლენას.

სიმპტომები ძირითადად ერთნაირია: უმიზეზო დაღლილობა და თავის ტკივილები. თუმცა ქრონიკული დაავადებების მქონეებში მაგნიტური ქარიშხლების გავლენა უფრო ძლიერად იჩენს თავს. მაგალითად, ბრონქიალური ასთმით დაავადებულებს სუნთქვა კიდევ უფრო უჭირთ, ჰიპერტონიკებს წნევა ეწევათ, არასტაბილური ფსიქიკის მქონეებში შეინიშნება უსაფუძვლო შფოთვა, დეპრესია და აგრესიის შეტევები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„22.12.2021 - რა მოხდება სამყაროში მაშინ, როცა მოვა 5 ორიანი - იქნება მაღალი სიკვდილიანობა და...“ - ცაგარელის სკანდალური პროგნოზი

🔵ჩინური ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ოქტომბერში გამდიდრდება

🔵„ეს მოვლენა ამ წელში ბოლოჯერ ხდება - ამიტომ კარგად დაფიქრდით, რას იტყვით, შესაძლოა, ინანოთ!“ - ასტროლოგი დავით ნიბლაძე

წყარო: sputnik-georgia.com