მოქალაქეებს, 22:00 საათის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ამისთვის მათ, 144-1-ზე უნდა დარეკონ, რომელიც დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ცხელი ხაზის მეშვეობით - 144.
ინფორმაციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი -22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.