საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განაცხადებით, მიზნობრივ ჯგუფებზე კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება.
მისივე თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში, დენის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵4 მარტივი რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ სიცხეს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები
🔵„კეტო დიეტის შემდეგ უფრო მეტს მოიმატებთ“ - წონაში დასაკლებად აი, ეს საკვები უნდა მიიღოთ
🔵„ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ“ - ენდოკრინოლოგი
🔵როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
წყარო: fortuna.ge