ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საუზმის მნიშვნელობაზე ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საუზმობისთვის საუკეთესო დრო დილის ექვსიდან ათ საათამდეა.
„საუზმისთვის ყველაზე კარგი პერიოდი არის დილის ექვსი საათიდან ათ საათამდე. საკმაოდ დიდი შუალედია. თუ ადამიანი უფრო გვიან იღვიძებს, ეს, სამწუხაროდ, უკვე საუზმედ არ ითვლება. ეს უკვე ლანჩია და მეორე კვებაზე გადავდივართ. გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ არის მიზანშეწონილი, რომ საკვები მივიღოთ. ორგანიზმს სჭირდება გაღვიძება. სისხლით მომარაგება უნდა გადაანაწილოს ორგანიზმმა. ჩვენ რომ მოსვენებულ მდგომარეობაში ვართ, კუნთებიც მოდუნებულია.“
ჯანჯღავას თქმით, საუზმემდე სასურველია სითხის მიღება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ლიმონიანი წყალი.
„საუზმემდე სითხის მიღება სასურველია. წყლის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. ლიმონიანი წყალი არაა დიდად რეკომენდებული, მით უმეტეს, ვისაც მჟავიანობა აწუხებს. თაფლიანი წყალი და ჩვეულებრივი წყალი არანაირად არ არის აკრძალული. დღეისთვის საუზმის ჩამნაცვლებელი არაფერი არ არის. თუ დილას ადრე ვიწყებთ და არ ვსაუზმობთ, ვიტამინებით მაინც უნდა გავამდიდროთ ორგანიზმი.
ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ. ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი ორგანიზმი ინსულინის გამოყოფის რიტმებზეა აწყობილი. როდესაც ჩვენ ვაწვდით ორგანიზმს საკვებ პროდუქტს, ამით კმაყოფილდება ორგანიზმი და არ ავლენს ინსულინრეზისტენტობისკენ მიდრეკილებას. რაციონალურ კვებაში გათვალისწინებულია დაყოფილი კვების პერიოდები, სადაც საუზმე აუცილებელია. 16-18 საათიანი შიმშილის დროს, სჯობს, რომ უფრო დილის პერიოდი იყოს დატვირთული და არა საღამოსი. უმეტესობა ხშირად აკეთებს სამიდან საღამოს ცხრამდე ან თორმეტიდან ექვსამდე, სჯობს ვიკვებოთ ათიდან ოთხ საათამდე. დილის პერიოდი არის მნიშვნელოვანი ასეთ შემთხვევაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე შოთა ჯანჯღავამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მამაკაცმა სიდედრის ატანა ვეღარ შეეძლო, შინაპატიმრობა დაარღვია და პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა
🔵„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 16 წლამდე განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვები ავცრათ“ - თემურ მიქელაძე