საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი რუსთაველზე პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე იმყოფებოდა. მან ტელევიზიებთან კომენტარი გააკეთა და მოსახლეობას მშვიდობიანი ბრძოლისკენ მოუწოდა.
„დარბევების და პოგრომების ორგანიზებას თუ საზოგადოება გაატარებს, მერე რიტორიკული კითხვიდან- „რა გვეშველება" „რაღა გვეშველებაზე" უნდა გადავიდეთ. დღეს რამდენადაც კარგად არ უნდა გრძნობდეთ თავს, თუ ასეთი პოგრომებით გაგრძელდება თბილისის ქუჩებში და თუ ამაზე საკადრისი პასუხი არ იქნება და თუ პოლიტიკურად არ ზღავს ეს ხელისუფლება დღესვე, თქვენთვის დადგება ცუდი დრო და არა სხვა ვინმესთვის",- აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.
როგორც ცნობილია, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს გულისხმობს.
აგრეთვე, უწყებამ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ განიხილება ნარკოტიკების მოხმარება და ზედოზირება.
⬇️ასევე დაგაინტერესებთ: