Digest Logo

მთავრობა ე.წ. ლოკდაუნისთვის ემზადება - ფორმულა

1605118513
ლოქდაუნი ქალაქების

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ე.წ. ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. წყაროს ცნობით, შესაძლოა, ე.წ. ლოკდაუნი ხვალიდანაც კი ამოქმედდეს.

სავარაუდოდ, ღამის საათების გარდა, მოქალაქეებს გადაადგილება დღის განმავლობაშიც შეეზღუდებათ. შესაძლოა, აკრძალვები შეეხოს ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიმოსვლასაც. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციურ პარტიებს შაბათს, 14 ნოემბერს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია აქვს დაგეგმილი.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 566 ადამაინი.

⚪აგრეთვე წაიკითხეთ

გადავადდება თუ არა სესხები? - ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განმარტება

კომუნალურ გადასახადებს მთავრობა 4 თვის განმავლობაში გადაგვიხდის