Digest Logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩემპიონია

1634537546
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინდიან უელსის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა - ერთადერთი სეტი. ქართველი ჩოგბურთელი 1000-იანი მასტერის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში, 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. 

ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1000-იანი მასტერსის ფინალში ითამაშა.

პირველი სეტი ზუსტად ნახევარი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილმა 6:3 მოიგო. შედეგად, ჩემპიონობისკენ პირველი სოლიდური ნაბიჯი გადადგა და გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის იდეალურად არ დაწყებულა. პირველი ბრეიკი ნორის იყო, რომელიც 3:1 დაწინაურდა, მაგრამ მერე 29 წლის ჩვენებური შეუჩერებელი იყო, ზედიზედ ორი ბრეიკი მიითვალა, მიჯრით 5 გეიმი მოიგო და სეტში 6:3 იმარჯვა!

მეორე სეტში გამარჯვება უკვე ბრიტანელ ჩოგბურთელს დარჩა, რომელმაც 42 წუთში 6:4 მოიგო. არადა, თავიდან ნიკოლოზისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და პირველი ბრეიკი მიითვალა, რითაც 2:1 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა, თავად ორჯერ დაბრეიკდა და ანგარიში გათანაბრდა. უნდა ითქვას, რომ პირველი სეტისგან განსხვავებით, მეორე სეტში ქართველი საკუთარ ჩაწოდებაზე დომინანტი და ძველებურად დამაჯერებელი ვეღარ იყო.

შეასრულა და სეტში 3:0 დაწინაურდა, რამაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. ბასილაშვილს 0:2-ზე შეეძლო უკუბრეიკის გაკეთება, მაგრამ სამმაგი ბრეიკპონტი გაანიავა და გეიმი მაინც წააგო. ეს გარდამტეხი მომენტი იყო და ნიკოლოზმა თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა - სეტი 1:6, ხოლო შეხვედრა საათსა და 51 წუთში, 6:3, 4:6, 1:6 წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი და 23 ვინერსი მიითვალა, ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ უნებლიე შეცდომა 49 ჰქონდა. რაც შეეხება ნორის, მან 1 ეისი მიითვალა, 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 10 ვინერსი და 25 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ფინალამდე კრისტოფერ ეუბანკსი (6:4, 6:3), ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (4:6, 7:6, 6:2), რუსი კარენ ხაჩანოვი (6:4, 7:6) და რეიტინგის მესამე ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი (6:4, 2:6, 6:4) და ტეილორ ფრიტცი (7:6, 6:3) დაამარცხა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 510 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და რეიტინგში 9 პოზიციით დაწინაურდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემი ცოდვა შენს კისერზეა სოფო ჯაფარიძე... არავის შეგრჩებათ ჩემი დედის წამება“ - მედეა ადამია

„დღეს უკანასკნელად ვხედავ შენს ცხედარს დედა დედოფალო! ვერ ვიჯერებდი თეთრ ხალათიან ექიმად წოდებულებზე, რომ შეიძლებოდა ცივსისხლიანი მკვლელები ყოფილიყვნენ!“ - მედეა ადამია

🔵„ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება! ვინ იცის შავ პარკში დასაფლავებულები, რომლებიც არ გაუხსნიათ, როგორ იყვნენ აჩეხილ-დაჩეხილნი…“ - დეა ადამია

🔵„გუშინაც გვერდით მყავდა, წინა ღამის ნაბრძოლი, რთული მორიგეობის მერე“ - ისტორია კოვიდთან მებრძოლ ექიმზე

🔵 „კოვიდგადატანილ პაციენტები ინსულტის რისკის ქვეშ არიან“ - ალექსანდრე ცისკარიძის საგანგაშო განცხადება