ამერიკელმა ექიმმა, ჯეისონ მაკელიამ განაცხადა, რომ „ივერმექტინის“ ზედოზირების გამო, ოკლაჰომას საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში უკვე არაერთი ადამიანი მოხვდა. მისივე თქმით, აღნიშნულ წამალს საზოგადოების ნაწილი კორონავირუსთან საბრძოლველად იყენებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„ნუ მიიღებთ კორონავირუსისგან თავის დასაცავად „ივერმექტინს“, რომელიც ცხენების ჭიაზე დასამუშავებლად გამოიყენება.
მედიკამენტის ზედოზირების გამო, ოკლაჰომას საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში უკვე არაერთი ადამიანი მოხვდა. პრეპარატის დანიშნულების გარეშე მიღება, შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს.
ადამიანებში მედიკამენტის ძალიან მცირე დოზით გამოყენება, განსაზღვრულ შემთხვევებში დასაშვებია, თუმცა არა – კოვიდის სამკურნალოდ", - ამბობს ექიმი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ბოლო კარგი საქმე გავაკეთეთ და წავედი" - რატომ ვეღარ დაუკავშირდებით ბიძინა კულუმბეგოვს
🔵„ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს" - რა ხდება „ტვ პირველში"