Digest Logo

„ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს" - რა ხდება „ტვ პირველში"

1630646939
ინგა გრიგოლია

„ტვ პირველის" ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელევიზია მაუწყებლობას დღეს, საღამომდე წყვეტს. მიზეზი კი ახალი სეზონის დასაწყისია.

„ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში დღესაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, 3 სექტემბერი. დღეს ვიწყებთ ჩვენი არხის ახალი ისტორიის დაწერას... „ტვ პირველის" ახალი სიცოცხლე , ახალი სუნთქვა იწყება დღეიდან. საღამომდე ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს სწორედ ამ მიზნით და ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, ახალ მისამართზე. დღეს საღამოს, ზუსტად 19.00-ზე, ვხსნით ახალ სეზონს და გიჩვენებთ ახალ კოსმოსურ ხომალდს. ახალი სტუდიებით და დიდი გეგმებით. თამამად ვიტყვი, ასეთი ნიუსრუმი საქართველოში არც ერთ არხს არ აქვს. თავადვე დარწმუნდებით, როცა პირველი კადრი გაიხსნება და საკუთარი თვალით იხილავთ ,,პირველების,, სტუდიას. ხომ და დღეს ვიწყებთ და ზუსტად ვიცი, რომ ეს 3 სექტემბერი არასოდეს დამავიწყდება. გეგმა ასეთია 19.00-ზე ჩვენი ახალი ოფისის პრეზენტაცია. 20.00-ზე ჩვენი ცენტრალური საინფორმაციო გამოშვება, ,,პირველები" რომლის დასრულებისთანავე 21.45-ზე დავიწყებთ დიანა ტრაპაიძის და ჩემს ახალ გადაცემას, სახელად ,,პოლიტიკური ამბები" და აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენი პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან. 1. პარტია ,, საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია, 2. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, 3. არჩევნებზე მესამე ძალის სახელით გამოსული გრიგოლ და გიორგი ვაშაძეები. ძალიან საინტერესო საღამოს ეთერს გპირდებით. ერთად დავიწყოთ ტვ ,,პირველის" ახალი სიცოცხლე. გამიხარდება წარმატებებს თუ გვისურვებთ. მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ", - წერს ინგა გრიგოლია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„როგორ დაგვწყვიტე ყველას გული. შოკშია კალაბრიის ქართველობა" - ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში გარდაიცვალა

🔵მეუღლის მკვლელობა, ციხე, შიმშილობა და სხვა გაუხმაურებელი ამბები ლალი მოროშკინაზე

🔵ურთიერთობა ცოლიან კაცთან, გარდაცვლილი ახალგაზრდა ძმა, დანგრეული ოჯახი - სიმღერით შენიღბული ნატო გელაშვილის ტრაგედიები