კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემა „სხვა კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც მან თავისი ბავშვობა, წარსულის მოგონებები და ოჯახი გაიხსენა. მან ასევე ისაუბრა მეუღლეზე და განაცხადა, რომ დაქორწინებამდე ისინი უკვე შვილს ელოდებოდნენ.
„მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტეთ, უკვე ველოდებოდით პატარას. უკვე იუსტიციის მინისტრი ვიყავი ამ დროს. ჩემი ოჯახის მხრიდან ნერვიულობა იყო, რომ აღარ დასრულდა ჩვენი კრიტიკა. ახლა კიდევ ახალი საფუძველი შეიქმნა იმისა, რომ გლანძღონ და ა.შ.
განიცდიდნენ, მაგრამ მამაჩემი ყოველთვის მაჩვენებდა, რომ არაფერი არ ხდებოდა ისეთი, რომ მენერვიულა. მეუბნებოდა, რომ არასდროს პასუხი არ გასცეო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: როგორი იყო თეა წულუკიანის ბავშვობა ტყვიის გასროლამდე?