„პოლიტიკაში მოსვლა არ მინანია, თუმცა შეზღუდვები არის ყოველდღიური. არის რაღაცები, რასაც ჩემს თავს ვუკრძალავ, არავინ მიკრძალავთ, თუმცა ვთვლი, რომ ესა თუ ის ძველი ქცევა აღარ არის რეკომენდებული, მაგალითად კაფე-კაფე სიარული“, - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანმა გადაცემა „სხვა კითხვები“ განაცხადა.
„პოლიტიკამ მეგობრები დამაკარგვინა. სწყინდათ მეგობრებს თავიდან და მერე ამ წყენითაც დაიღალნენ. პოლიტიკა თავისთვის ვერავის გაშორებს, უბრალოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სასაუბრო აღარაფერი აღმოგვაჩნდა, ან უდროობის გამო ურთიერთობები ჩაქრა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: როგორი იყო თეა წულუკიანის ბავშვობა ტყვიის გასროლამდე?