„დაიჯესტი" გაგაცნობთ თელაველ ბილონკა მწარიაშვილს. ის პირველი ქართველი გოგოა, რომელიც სკოტლანდ იარდის თანამშრომელი გახდა.
ბილონკა 1996 წლის 16 ნოემბერს დაიბადა. გაიზარდა ქალაქ თელავში და დაამთავრა პირველი საჯარო სკოლა. „ჩვეულებრივი ბავშვი იყო, უბრალოდ პატარაობიდან უფრო სერიოზული, ვიდრე სხვა, მისი ასაკის ბავშვები. მე და მამამისი ადრევე დავშორდით და ბილონკა გაიზარდა ჩემთან, ჩემი მშობლების გვერდში დგომით. ბავშვობაში მას ჟურნალისტიკა უნდოდა და ამ გზით მიდიოდა თითქოს მისი ინტერესები, მაგრამ მე დავოჯახდი და ჩემი მეუღლე ნიკა ბებოშვილი, ლონდონში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ამან იმოქმედა ბილონკას გეგმების შეცვლაზე. ნიკას (ჩემს მეუღლეს) და ბილონკას ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ და თამამად შემიძლია ვთქვა ,რომ მამობა ნიკამ გაუწია ბილონკას. სწორედ ამან იქონია ალბათ გავლენა იმაზე, რომ საბოლოოდ ეს მიმართულება აირჩია ბილონკამ, რადგან ნიკას მთელი ოჯახი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ. რადგან მე დავოჯახდი და მომიწია ლონდონში საცხოვრებლად გადასვლა, ბილონკაც ლონდონში სკოლის დამთავრებისთაბავე წამოვიდა, 17 წლის ასაკში და მალევე წარმატებით დაიწყო ერთ-ერთ ცნობილ საემიგრაციო საადვოკატო ფირმაში ადვოკატის თანაშემწედ მუშაობა. სამი წელი იყო ამ სამსახურში და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა",- ამბობს ბილონკას დედა „დაიჯესტთან" საუბრისას.
მაია ბებოშვილი შვილის ცხოვრების მომდევნო პერიოდს იხსენებს და გვიყვება, რომ მოგვიანებით, მისმა გოგომ მუშაობა ლონდონში, უსაფრთხოების სამსახურის ქოლ-ცენტრში დაიწყო, სადაც უფრო დიდი ამბიციები გაუჩნდა.
„2 წლის წინ, მან გაიარა კონკურსის ყველა საფეხური წარმატებით. ასევე წარმატებით გაიარა მოსამზადებელი პერიოდი და ახლა უკვე მუშაობს ქალაქის ერთ-ერთ რაიონში, სადაც კრიმინალი საკმაოდ მაღალია. ამავდროულად სწავლობს სკოტლანდ იარდის დაფინანსებით, აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტში პროფესიული პოლიციის ფაკულტეტზე ( Professional policing practice). მომავალში მას უნდა დეტექტივი გახდეს და პარალელურად უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხისთვის სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებაზე გააგრძელოს სწავლა. ასევე ლონდონში ცხოვრების განმავლობაში ბილონკა დაინტერესებული იყო პოლიტიკით და ახლოს არის ინგლისის პოლიტიკურ ელიტასთან. რომ არა ყველასთვის ცნობილი COVID- 19 ალბათ ეს სიახლე 2 წლის წინ იქნებოდა მის ცხოვრებაში, რადგან დიდ ხანს მოუწია ლოდინი, რომ ტრენინგი გაევლო სტრუქტურაში",- უყვება მაია ბებოშვილი „დაიჯესტს".„ეს მოვლენა ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან საამაყოა, რადგან ვიცი რომ ამ ქვეყანაში ამ ყველაფერს ჩემმა პატარა გოგომ თვითონ მიაღწია, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ სახიფათო სამსახურია და ვნერვიულობ კიდეც. მაგრამ რადგან ბილონკამ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მიხარია რომ მიზნისკენ მიდის და მე ვამხნევებ. რაც შეეხება თვითონ ბილონკას, სიმართლე რომ გითხრათ არც არაფრად თვლის ამას და ფიქრობს რომ ძალიან ნაადრევია მიღწევებზე საუბარი, საკმაოდ გაგვინაწყენდა მე და ნიკას მისით გახარებულებმა ფოტოები რომ დავდეთ სოციალურ ქსელში და არ ვიცი რა რეაქცია ექნება რომ გაიგოს მე გაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ".
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ერთად ბევრი მარცხი და წარმატება გამოვიარეთ“ - თემო ნიქაბაძისა და გივი პაპას უცნობი ამბები
VIDEO: ,,ფინალში ვარ, როგორ მიხარია, არ იცით" - ნუცა ბუზალაძის მორიგი წარმატება