Digest Logo

„პატრიარქი გადადგომას აპირებდა“ - ფარული ჩანაწერების შემდეგი სერია

1631697067
საქართველოს პატრიარქი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სუსიდან გამოჟონილი ახალი ფაილებით დგინდება, რომ პატრიარქი ილია II  გადადგომას აპირებდა. გადაწყვეტილება მას მისმა ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ შეაცვლევინა.

„ველაპარაკე ძალიან მკაცრად“, – ეს არის ციტატა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილისა და პატრიარქის თანაშემწის, დავით ჭინჭარაულის საუბრის ჩანაწერიდან.

„დავით ჭინჭარაულმა განაცხადა, რომ ილია II-ის ინიციატივის შესახებ შეიტყვეს “ზემოთ” და საპატრიარქოს განუმარტეს, რომ დაუშვებელია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება, როგორც მოსახლეობის განწყობაზე, ასევე ხელისუფლების რეიტინგზე, აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა დიმიტრი შიოლაშვილი“, – წერია დოკუმენტში.

ოპერატიული ცნობებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ თემაზე ათობით დოკუმენტი აქვს დაწერილი. ვითარების გასარკვევად „ოცნებამ“ საქმეში ანზორ ჩუბინიძეც ჩართო. ფაილების მიხედვით, ანზორ ჩუბინიძე პატრიარქის დაცვის უფროსს ვანო კობაიძეს უკავშირდება და არკვევს, რა საკითხზე ჩაინიშნა სინოდის შეხვედრა.

ოპერატიული ცნობებიდან დასტურდება ისიც, რომ ხელისუფლება არა პატრიარქის გადადგომაზე არამედ მისი რეიტინგის დაცემაზე დარდობდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს კაცი გერმანელი რომ იყოს, გააფეტიშებდნენ იმდენს აქებდნენ“ - თამარ ჟამურაშვილი დემნა გვასალიაზე

🔵„ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა განათლების სამინისტრომ! მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს“

🔵„კოვიდის შემთხვევაში, ეს ჩინური პრეპარატი დამიხასიათეს, ეფექტურად“ - ანდრია ჯაღმაიძე

წყარო: tvpirveli.ge