გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი მსოფლიოში აღიარებული დიზაინერ, დემნა გვასალიას მიმართ, სოციალური ქსელში დაწერილ ნეგატიურ შეფასებებს ეხმიანება.
ჟამურაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული აღიარებული ადამიანის წარმატება ქვეყნისა და ერის წარმატებაა, ქართველები მის მიმართ მაინც ნეგატიურად არიან განწყობილნი.
„ვაღიარებ, დღემდე არ ვიცოდი ვინ იყო დემნა გვასალია.
ისეთი აჟიოტაჟია სოცქსელში, იძულებული გავხდი გამერკვია. გულით გამიხარდა და თან გაკვირვებული არა, გაოგნებული დავრჩი კომენტარებით. ამდენი ნეგატიური და ბოღმით სავსე განწყობა საიდან მოდის?! რამდენი ქართველი აღწევს კი მაგრამ ასეთ წარმატებას?
ეს კაცი, გერმანელი რომ იყოს, გააფეტიშებდნენ იმდენს აქებდნენ. იცით რატომ? თითოეული ასეთი ადამიანის წარმატება ქვეყნისა და ერის წარმატებაა!
ჩვენი უფლებაა მოგვეწონოს ან არა, მაგრამ ერთ-ერთი ქართველის მართლაც და საოცარი წარმატება მის სფეროში გაგვიხარდეს და მივულოცოთ არ შეიძლება?!
ეს წვეულება „სალხინოში!“ გადახდილი დაბადების დღე არ არის. დიახ, იქ რაც უფრო ექსტრავაგანტური და თვალში საცემია სამოსი, მით უფრო ფასობს.
P.S: რა გაგიკვირდათ, წელიწადზე მეტია მედპერსონალი ასე დავდივართ...“ - წერს ჟამურაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა განათლების სამინისტრომ! მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს“
🔵„კოვიდის შემთხვევაში, ეს ჩინური პრეპარატი დამიხასიათეს, ეფექტურად“ - ანდრია ჯაღმაიძე
🔵„მსოფლიოს სჭირდება ქარხნები, რომლებიც ახალი ვაქცინის დამზადება 100 დღეში შეძლებენ“ - ბილ გეიტსი