დეკანოზი ილია ჭიღლაძე, აცხადებს რომ კათოლიკოს-პატრიარქმა და საპატრიარქომ უნდა თქვან, რომ აცრა არ არის სატანური და აცრა არ არის დემონური.
„კათოლიკოს-პატრიარქმა და საპატრიარქომ უნდა თქვან, რომ აცრა არ არის სატანური, აცრა არ არის დემონური, აცრა არ არის ანტიქსირსტეს ნიშანი, რომ ამაში არაფერი ანტიქრისტიანული და ცოდვისმიერი არაა. ეს ევალება თქვას საპატრიარქოს, პატრიარქს და ჩვენ ამას ვერ ვისმენთ. ეს არის უბედურება, რაც შემდეგ ხელს უწყობს რაღაც შეთქმულების თეორიებისა და ზღაპრების გავრცელებას რელიგიურ საზოგადოებაში, მორწმუნე მრევლში, სამღვდელოებაში" , - განაცხადა დეკანოზმა „ფორმულას" ეთერში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„უწმინდესმა ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა, მეც ყველას მოვუწოდებ..." - მეუფე ნიკოლოზი
„მე აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ. კაცმა არ იცის რა სჭირს აცრილ პედაგოგს"