იტალიაში, ფლორენციაში უბედური შემთხვევა მოხდა. ქართველ ემიგრანტს სველ ფილაზე ფეხი აუცურდა და მერვე სართულიდან გადმოვარდა. სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი წერს, რომ ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს მან თავი მოიკლა.
„მეგობრებო, ჩემო ემიგრანტებო, სამწუხაროდ, დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს საემიგრაციო ჯგუფებმა, ფლორენციაში გარდაცვლილი ემიგრანტის ნინო ბაშარულის შესახებ, რომელსაც მე პირადად ვიცნობდი, ჩემი ჯგუფიდან, გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებ.
მაგრამ მას თავი არ მოუკლავს, ოჯახი სადაც მუშაობდა ნინო, პოლიცია ადასტურებს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, მას ფეხი აუცურდა სველ ფილაზე და გადმოვარდა მერვე სართულიდან.
გთხოვთ გაავრცელოთ სწორი ინფორმაცია და ყველგან სადაც ნახავთ პოსტს მის თვითმკვლელობაზე, მოსთხოვოთ პოსტის ავტორს წაშალოს და მის მეგობრებს მოგვცენ საშუალება ვილოცოთ მისი სულისთვის.
ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახის,მეგობრების ამ დიდ ტრაგედიას, უფალმა ნათელში ამყოფოს ნინო შენი ლამაზი სული“, - წერს გარდაცვლილი ნინო ბაშარულის ახლობელი თეონა ბოტკოველი.
ასევე დაგაინტერესებთ👇