
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი თანამშრომელი გუშინ, მოულოდნელად გარდაიცვალა.
„როგორც გამცნეთ, დღეს ჩვენი თანამშრომელი გარდაიცვალა. აი, ასე უბრალოდ „ადგა და გარდაიცვალა“, უცაბედად, საოცარი ქალი.
და ჩვენ დავიწყეთ გლოვის კვალად, ერთმანეთისთვის იმის შეხსენება, რომ ცხოვრება წუთისოფელია, რომ სანამ ცოცხლები ვართ, უნდა გავუღიმოთ ერთმანეთს, უნდა შევუნდოთ და შევეხიდოთ. ამას ვამბობდით და უკან, ნელ-ნელა და ცინიკურად იზრდებოდა ხვალინდელი დღის ჩრდილი.
იმ დღის, როცა ისევ დავიწყებთ ერთმანეთის ჯიჯგნას, უბოდიშობას, უპატიებლობას, რადგან ეს უფრო გვსიამოვნებს. რადგან ადამიანის ადამიანურობა ჯერაც ამას უფრო ნიშნავს და შეხსენება ,,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" წარუმატებელი რეკლამის ბანერივით ჰკიდია - მხოლოდ ვხედავთ და არასდროს ვითვალისწინებთ“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ჭარნალში ქმარმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, სიცოცხლე კი თვითმკვლელობით დაასრულა
„დიდი მადლობა თავდადებისა და ამ სიცივეში დგომისთვის“ - მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს (ფოტო)