დღეს, 23 ოქტომბერს საქართველოში არსებული ეპიდვითარება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეაფასა.
მისი თქმით, მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.
„სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მკაცრ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გარე სივრცეებში პირბადეები ატაროთ.
განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ და გარე სივრცეებში პირბადის ტარების წესი დღეიდან ამოქმედდება.
„ამ ეტაპზე ამ წესს სარეკომენდაციო სახე აქვს“, - დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 23 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა.