Digest Logo

„პირდაპირ ვუთხარი, ზურა ნუ გარისკავ" - ნახეთ, რას ჰყვება ჭინჭარაული კახაბრიშვილზე

1627552311
გიორგი ჭინჭარაული

ძალოსანთა გუნდის ექიმი გიორგი ჭინჭარაული ლაშა ბექაურის ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის სპორტსმენის ტრავმასაც იხსენებს.

“ბაკურიანში ვიყავით შეკრებაზე, ზურა კახაბრიშვილი ჩამოვიდა, გაგვამხნევა, სამედიცინო ინვენტარით მომამარაგა, რჩევები მომცა, ძალოსნების ჯანმრთელობას გაეცნო და იქვე საუბრისას ბექაურზე ჩამოაგდო სიტყვა… ვთხოვე ბექაურის ტრავმის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნა ეჩვენებინა და როცა დავხედე, კინაღამ გული გადამიტრიალდა. მეცხრე წელია ამ სფეროში ვარ და მე მსგავსი მოცულობის ტექსტი, არცერთი სპორტული ტრავმის აღწერაზე არ მინახავს… უამრავი რამ ეწერა და ურთულესი იყო მდგომარეობა.. ლაშა ბექაურს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი და არც მისი მებრძოლი ხასიათი ვიცოდი… თურმე რას შვება მთა, მთის ლაღი, ქართული სული… ვნახე დასკვნა და პირდაპირ ვუთხარი, ზურა ნუ გარისკავ… მე ვფიქრობ ჯობს იმკურნალოს და მოემზადოს შემდეგი შეჯიბრებისთვის მეთქი. ჩემი ხომ გჯერაო, მითხრა ზურა მამობილმა … დავუქნიე თავი, რა მექნა.. ხომ და დღეს პირადად კახაბრიშვილს ვულოცავ ამ გამარჯვებას! მან შეძლო მკურნალობით, რეჟიმით, ინდივიდუალური ვარჯიშებით, ნემსებით, ფიზიოთერაპიებით, კინეზოტეიპირებით, მასაჟით და ა.შ.. რომ ეს შედეგი დაედო… დიახ, ბექაურის ამ შედეგში, სამედიცინო გუნდმა უდიდესი წვლილი შეიტანა და ვულოცავ ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ლაშას მზადებაში იყო ჩართული. ზურა, ოქრო ხარ ! მადლობა, რომ პირობა შეგვისრულე ფოტოზე შენი ემოციაც არ მიკვირს”, – წერს ჭინჭარაული.

👇ასევე დაგაინტერესებთ:

მარცხი იაპონელთან – ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

„მინდა გაგაფრთხილოთ, ვისაც სიცოცხლე კიდევ გინდათ, როგორც ჩანს, იქ მაკონტროლებელი არ არსებობს“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

„დასახული მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება" - რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს კულუმბეგოვი