Digest Logo

პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

1641809310
რეზო ამაშუკელი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ - ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974).

პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ჩემს სათვალეს გამოვიტან აუქციონზე, გავყიდი და 1 თვის კომუნალურებს გადავიხდი“ - მამა პეტრე კოლხი

🔵 VIDEO: ის, რაც ეთერში არ მოხვდა - როგორ იწერებოდა ელის მარია სააკაშვილის სასცენო დებიუტი

🔵უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ნიკა ქაცარიძის უცნობი ამბები

🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები

🔵„მეც არ მემეტება პატარა ბავშვები ორგანოების სავაჭრო ქსელში, მაგრამ გეუბნები რამეს?“ - სკანდალი გრძელდება

წყარო: 1tv.ge