Digest Logo

„მანქანაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე მგონია“ - ვინ არის კაცი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული მანქანა ხანძარს გაარიდა

1644511278
დავით პირადაშვილი

9 თებერვალს ფეისბუკზე გავრცელდა თბილისში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს მძღოლი საკუთარი მანქანით მეორე ავტომობილის ცეცხლმოკიდებული სივრციდან გაყვანას, რომელსაც ასევე ცეცხლი უკიდია.

ამ ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი გადაადგილდება. იქვეა მაღაზიები, სამრეცხაო, მეტრო, სამარშრუტო ტაქსების გაჩერება და სხვა ობიექტები.

ამ კადრების მთავარი გმირი 45 წლის დავით პირადაშვილია, რომლის სწრაფმა რეაგირებამაც „ტოიოტა პრიუსის” ფირმის ავტომანქანა სრულად დაწვას, ან უკიდურეს შემთხვევაში აფეთქებას გადაარჩინა.

დავითი ჰყვება, რომ პარკინგიდან ამოსვლისას ცეცხლმოკიდებული ავტომობილი დაინახა, პირველი რეაქცია კი იყო „პრიუსის” ხანძრის ზონიდან გარიდება:

სახანძროს გამოსაძახებლად ტელეფონზე დარეკვის დრო არ მქონდა. რაც შემეძლო და რაც ძალიან სასწრაფოდ გასაკეთებელი იყო, იყო იმ მანქანის ცეცხლიდან გარიდება იმიტომ, რომ აფეთქდებოდა. შეიძლება, ნახევარი წუთიც არ დასჭირვებოდა მის აფეთქებას და სერიოზულად დააზიანებდა ხალხს. მეგობრებს ვუთხარი, წყალი მოიტანეთ-მეთქი და მე მანქანა გავათრიე, მათ წყალი მოიტანეს და ჩააქრეს”, - განაცხადა დავითმა.

პირადაშვილი განმარტავს, რომ სახანძროს გამოძახების შემდეგ ეკიპაჟი „მაქსიმალურად მოკლე დროში მივიდა”, თუმცა მანამდე მან და მისმა მეგობრებმა შეძლეს ცეცხლმოკიდებული მანქანის ადგილიდან გარიდება და, სავარაუდოდ, მისი აფეთქებაც აიცილეს თავიდან.

რაც შეეხება მის კუთვნილ ავტომობილს, პირადაშვილის თქმით, მანქანა გარედან დაზიანდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რატომ უწევს გიორგი გაბუნიას ფეხზე ძილი და როგორ პასუხობს ის შურსა და ღალატს

🔵„გუშინ კოვიდზე არც გამოვკვლეულვარ, არც ინფიცირებული ვარ“ - რა შეემთხვა გოგა ჩანადირს

🔵ვინ იყო სამხედრო, რომელიც გორში გარდაცვლილი იპოვეს

🔵ქალმა, რომელსაც 15 წლის შვილი ტელეფონის გამო მოუკლეს, სუროგაციის გზით დედობა გადაწყვიტა

🔵„ბევრს მიაჩნია, რომ ქალს ყველაზე კარგად კლიტორზე შეხება აღაგზნებს. თურმე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს“ - კესარია აბრამიძე

წყარო: netgazeti.ge