დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა, რის გამოც სამედიცინო კვლევებს გადის.
„დაიჯესტმა“ გადაწყვიტა ამ დაავადების შესახებ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
„ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში“- რა დიაგნოზი დაუდგინეს კახა კალაძეს
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა - წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო.
მიზეზები
🔴 თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა
🔴 მაღალი არტერიული წნევა
🔴 ათეროსკლეროზი
🔴 ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია
🔴 არტერიების გასკდომა
🔴 სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი ანომალიების განვითარება
🔴 ძირითადი ან ხერხემლის არტერიების თრომბოზი
🔴 სისხლძარღვების ანთება
🔴 შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება
🔴 ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით
🔴 ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება შემდეგი ფორმებით:
⭕ თავბრუსხვევა
⭕ კლიმატური და ამნიდის პირობების ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობელობა
⭕ გულის რევა
⭕ ღებინება
⭕ ოფლიანობა
⭕ გულისცემის ცვლილებები
⭕ არტერიული წნევის დონის ცვლილებები
⭕ შექანება
⭕ ვარდნის შეგრძნება
⭕ უხერხული შეგრძნება კიდურებში
⭕ დაბნეულობა
⭕ სწრაფად დაღლა
⭕ სისუსტე
⭕ ნეიროსენსორული სიყრუე
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისათვის ტარდება შემდეგი სახის ღონისძიებები:
🔺 ნევროლოგიური გამოკვლევა
🔺 ულტრა-ბგერითი დოპლეროგრაფია
🔺 ფუნქციონალური სინჯები ჰიპერვენტილაციით
🔺 ინფრაწითელი თერმოგრაფია
🔺 რეოენცეფალოგრაფია
🔺 რენტგენოგრაფია
🔺 მოხრით და გაფართოებით ჩატარებული ფუნქციონალური ტესტებით სპონდილოლისთეზის გამოვლენა
🔺 კომპიუტერული ტომოგრაფია
🔺 მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია
🔺 ულტრა-ბგერითი გამოკვლევა
🔺 МR-ანგიოგრაფია
🔺 ვესტიბულოლოგიური გამოკვლევა
🔺 სისხლის ანალიზი შაქრის შემცველობაზე
🔺 სისხლის საერთო ანალიზი
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს
👉 არტერიული წნევის ყოველდღიურ კონტროლს
👉 დიეტის კორექციას
👉 ფიზიკური დატვირთების დოზირებას
👉 მედიკამენტოზურ თერაპიას
👉 მავნე ჩვევებზე უარის თქმას
👉 თრომბების განვითარების გამოვლენას
👉 ვიტამინოთერაპიას
👉 სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ მასაჟს
👉 სამკურნლო ვარჯიშს
👉 მანუალურ თერაპიას
👉 ჰირუდოთერაპიას (წურბელებით მკურნალობა)
👉 რეფლექსოთერაპიას
👉 მაგნიტოთერაპიას
👉 კისრის კორსეტის ტარებას
👉 ნევროპათოლოგის და ვერტებრონევროლოგის მუდმივ კონტროლს
საშიშროება
დაავადების ყველაზე დიდი საშიშროებაა ინსულტი, მყარი ნევროლოგიური დეფიციტი. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
❗ დიეტის დაცვა
❗ მარილის გამოყენების შემცირება
❗ მავნე ჩვევებზე უარის თქმა
❗ არტერიული წნევის კონტროლი
❗ აქტიური ცხოვრების წესი
❗ სტრესებისგან თავის დაცვა
❗ სუფთა ჰერზე ყოფნა
❗ ცურვა
ინფორმაციისთვის, თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა. ამის შესახებ კალაძემ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე აღნიშნა.