Digest Logo

რა იწვევს გახანგრძლივებულ ხველას? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

1645641093
გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ გახანგრძლივებული ხველის გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა. ექიმის თქმით, „ომიკრონის“ ვარიანტს ხველა უფრო ნაკლებად ახლავს და ის მცირე ხანს გრძელდება.

„რა იწვევს გახანგრძლივებულ ხველას? ეს ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. ბევრისთვის ცნობილი ფაქტია, რომ კოვიდი იწვევს ხველას. დელტას ვარიანტს ახლავს ხველა, დელტა ვარიანტის დროს გრძელდებოდა 1-დან 3 კვირამდე. „ომიკრონის“ ვარიანტს ხველა უფრო ნაკლებად ახლავს და ის მცირე ხანს გრძელდება. რა ქნან იმ ადამიანებმა, რომელთა შემთხვევაში ხველა გრძელდება ექვს კვირაზე მეტხანს? გახსოვდეთ, რომ თუ ხველა გრძელდება ექვს კვირაზე მეტხანს, მას ჰქვია ქრონიკული. შემთხვევათა 90%-ში მას ოთხი გამომწვევი აქვს.

პირველი გამომწვევი არის პოსტნაზალური ჩამონაწვეთი. ამ შემთხვევაში ცხვირის ღრუში არსებული შიგთავსი იღვრება სასუნთქ გზებში და იწვევს ხველას. ეს შეიძლება, იყოს ალერგიული სეკრეტი ან ჩირქოვანი შიგთავსი, რომლის დროსაც ანტიბიოტიკები ინიშნება.

მეორე მიზეზი, რომელიც, ასევე, გავრცელებულია, შესაძლოა, იყოს ბრონქული ასთმა ხველის ვარიანტით. ბრონქულ ასთმას ძალიან ბევრი ფორმა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული ეს არის ბრონქული ასთმა ხველის ფორმით. ამ შემთხვევაში ადამიანს არაფერი არ აწუხებს, გარდა იმისა, რომ ახველებს ქრონიკულად. რატომ ახველებს? - მის სასუნთქ გზებში ძალიან ბევრი პოხიერი უჯრედია. ჩვენ რომ ავაგდოთ მონეტა, შემთხვევათა ნახევარში დიაგნოზი იქნება ბრონქული ასთმა ხველის ვარიანტით. აქ ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ გამოგვადგება.

ქრონიკული ხველის გამომწვევი მესამე მიზეზი შეიძლება, იყოს მედიკამენტები. ბევრი ადამიანი სვამს წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. თუ თქვენ გახველებთ, დააკვირდით მედიკამენტებს. ისინი ხომ არ იწვევენ ხველას!

მეოთხე მიზეზი, ყველაზე საინტერესო მიზეზი არის კუჭის პრობლემა, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც საყლაპავის ქვედა ნახევარში არსებული სპიქტერი ვერ იკუმშება და რჩება პირღია მდგომარეობაში და კუჭის შიგთავსი შემოდი საყლაპავში და აზიანებს.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი ეს არის დაავადება, რომლის დროსაც იმის გამო რომ საყლაპავის ქვედა მესამედი სპიქტერი ვერ იხურება ადამიანს აწუხებს ხველა, თუმცა ხველა გამოხატული არ არის მთელი რის განმავლობაში. ამ დროს ხველა გამოხატულია უფრო საღამოს საათებში. როგორც კი თქვენ დაწვებით, მწოლიარე პოზიციაში, კუჭის შიგთავსი უფრო მარტივად შემოვა საყლაპავში და მერე აღმოჩნდება სასუნთქ გზებში. ამიტომ თქვენ გახველებთ საღამოს საათებში, ასევე, საკვების მიღების დროსაც.

რამ უწყობს ხელს ამ დაავადების მიმდინარეობას:

👉 ჭარბწონიანობა

👉 თამბაქოს მიღება

👉 ალკოჰოლის მიღება

👉 კოფეინის ხშირი გამოყენება

👉 ენერგეტიკული სასმელები

👉 დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი

როგორ ხდება ამ დაავადების მართვა? - ჩვენ უნდა შევამციროთ კუჭში მჟავიანობა სპეციალური პრაზოლებით, რომლებიც აქვეითებენ მარილმჟავის წარმოქმნის სიხშირეს კუჭში. მეორე, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ საყლაპავის ქვედა ნახევრის სპიქტერის ტონუსი. მესამე, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ საყლაპავის ქვედა ნახევრის მოდუნებას. ხველა ზოგჯერ შეიძლება, გამოწვეული იყოს ისეთი დაავადებებითაც, როგორიც არის ქრონიკული ბრონქიტი, სარკოიდოზი, ფილტვების სიმსივნით“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩავიფიქრე, მჯეროდა, მოვინდომე, მივაღწიე“ - რა ფოტოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🔵„ერთი დაზიანებული რუსი სპორტსმენი და 30 კილომეტრში მდგარი ტანკების ლულა, თითოეული ჩვენგანის შუბლს დაუმიზნებს!“ - ლალი მოროშკინა

🔵„თავის დროზე რომ დაეტოვებინათ ქვეყანა, უცხოეთში ეცხოვრათ და თავისი მეცნიერული მოღვაწეობა იქ გაეგრძელებინათ, ვიამაყებდით“ - დინა მირცხულავა

🔵„უნდა იცოდეთ, რას ნიშნავს მარტოხელა დედობა. როცა არ გაქვს საბუთები, უნდა გადარჩე უცხო ქვეყანაში და შვილს ვერავის უტოვებ“ - იუნა შაფათავა (ფოტო)