ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია „ღამის კურიერში“ აცხადებს, რომ გადადგომის გადაწყვეტილებას, იმ შემთხევაში მიიღებს, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი.
„თამარ ჟვანია იმ შემთხევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუკი რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთივე რეაგირება, როგორიც საჭიროა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის ნება ზედმიწევნით იყოს გადმოცემული. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ეს ყოველივე აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებით, ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღოს ყველამ ოქმი და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს“, – განცხადა თამარ ჟვანიამ.