სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა „პირველებთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეების მასობრივ დაკავებაზე გადავიდნენ.
„ბოლო წლების ყველა დაკავებაზე ვარ ნამყოფი და მსგავსი არაფერი მახსოვს. აშკარაა, რომ დაიღალა პოლიცია და აღარ აქვს ის რესურსი, რომ თუნდაც ერთი საათი დაელოდოს აქციის მიმდინარეობისას, მომენტალურად იწყებენ ადამიანების დაკავებას. ეს არის მცდელობა, რომ შეაშინონ ხალხი. ამ დროს პირიქით გამოდის, იმიტომ, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს დაიჭერენ, კიდევ უფრო მეტი გაბრაზდება“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს
🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“