ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული 12 წლის დათა შომახიას ნახატი მესამე საჯარო სკოლაში გამოიფინა. ფოტოები სკოლის გვერდზე ეკატერინე ბაგრატიონმა გამოაქვეყნა და დაწერა:
„პირველი, რამაც გამიელვა თავში იყო – როგორ გაუხარდებოდა დათას, ახლა საკუთარ ნახატს რომ ხედავდეს მთელ კედელზე, საყვარელი სკოლის კედელზე.
უღრმესი მადლობა ქალბატონ იანა ჩადუნელს ამ იდეის განხორციელებისათვის.
სულ ჩვენთან ხარ #დათა… სულ გვახსოვხარ…“, - წერს ეკატერინე ბაგრატიონი.
ცნობისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
ტრაგედიას დღემდე გლოვობს საქართველო, ეს დღე მძიმე აღმოჩნდა ყველასთვის.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵კაცს, რომელმაც ბათუმში მეუღლე და 2 შვილი დაკარგა, ბინას გადასცემენ