Digest Logo

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

1606632098
კახი კავსაძე

მსახიობი კახი კავსაძე გუშინ, 28 ნოემბერს საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის „პირველ საუნივერსიტეტო“ კლინიკაში მკურანლობს.

„დაიჯესტი“ კლინიკის დირექტორს ლალი ტურძელაძეს დაუკავშირდა, იმის გასარკვევად, თუს როგორია კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“- ამბობს ჩვენთან საუბრისას კლინიკის დირექტორი.

საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის არის.

მან ქართულ კინოსა და თეატრში არაერთი სახასიათო და დასამახსოვრებელი როლი შექმნა, მათ შორის: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი (“მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“) და სხვა.

მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

კახი კავსაძე 1959 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. სწორედ რუსთაველის თეატრის წინ, 2008 წელს მსახიობის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.