დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო მალევე ვერ დაწესდა შესაბამისი რეგულაციები.
მისივე თქმით, რომ არა არჩევნები, შესაძლოა, რეგულაციები მალევე დაწესებულიყო და ინფიცირებულთა რიცხვი ძალიან არ გაზრდილიყო.
„არჩევნები რომ არა შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში იქნებოდა და შესაძლოა, ასეთი ბევრი ინფიცირებულთა რაოდენობა არ ყოფილიყო. ეს გამოიწვია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, აგრეთვე, ვფიქრობ, რომ მეორე ტურის ჩატარებაც არ იყო კარგი“,- ამბობს გამყრელიძე.