ერთ თვეზე მეტია, რუჯის მიღების სეზონი დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები უსაფრთხო რუჯის არარსებობაზე თანხმდებიან და ადამიანებს ყოველწლიურად მოუწოდებენ, მზის სხივებისგან მაქსიმალურად დაიცვან თავი, შემთხვევები არათუ იკლებს, პირიქით იზრდება.
„დაიჯესტი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა, ამ ეტაპზე, თბილისი დამწვრობის ცენტრში. რამდენი პაციენტი მკურნალობს? გამოვლინდა თუ არა ლეღვის ნახარშის დახმარებით, მზის აბაზანების მიღებისას, დამწვრობის შემთხვევა და გაიზარდა თუ არა, წინა წელთან შედარებით, ჰოსპიტალში მიმართვიანობა.
აღნიშნულ კითხვებზე „დაიჯესტს“ კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ უპასუხა.
- ბატონო გუგა, სეზონის დაწყებასთან ერთად, როგორია მზით დამწვრობის მაჩვენებელი? გაიზარდა თუ არ მომართვიანობა?
- ახლა, ამ ეტაპზე, კლინიკაში 4 პაციენტი წევს, რომელიც საშუალო სიმძიმისაა. ვიტყოდი, რომ წინა წელთან შედარებით, კლინიკაში მომართვიანობა გაზრდილია.
- ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევა თუ დაფიქსირდა?
- არა, წელს ამ მეთოდის გამოყენების შედეგად დაზარალებული პაციენტი არ მიგვიღია, თუმცა, მთელი ზაფხული წინ არის და იმედი მაქვს, არც მომავალში გამოიყენებენ.
- ლეღვის ნახარში რაიმე ახალმა, საშიშმა მეთოდმა ხომ არ ჩაანაცვლა?
- არა, ჯერჯერობით, ახალი არაფერი ჩანს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რას ამბობს ლევან რატიანი „დელტა“ შტამის სიმპტომებზე და მოსალოდნელ საფრთხეზე
VIDEO: „მე შენ გარეგნობას არ ვუყურებ, მე შენ შიგნით ვიხედები“ - რას ფიქრობს მამა შალვა ტატუზე?