Digest Logo

„სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს საშინლად სცემა, სულ წიხლებით სცემდა და უყვიროდა…“ – ლაშა ამირეჯიბი

1638515214
სააკაშვილი - მერაბიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე საუბრობს და მისი და ვანო მერაბიშვილის დაპირისპირების აქამდე გაუხმაურებელ დეტალებს იხსენებს. 

როგორც ამირეჯიბი ამტკიცებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო, მაშინდელ შს მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თვითონ კი თავი შავნაბადას მონასტერს შეაფარა.

„ჩემთვის ერთი ნაგავია მიშა სააკაშვილი თუ ვანო მერაბიშვილი. ორივე ქართველების სისხლში ცურავენ და ჩემი ქვეყნისთვის ბოროტების და უბედურების მეტი არაფერი გაუკეთებიათ.

მე, ნამდვილად ვერ გამოვდგები ვანო მერაბიშვილის ადვოკატად, მაგრამ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, რომელიც მაშინდელმა შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთმა მოადგილემ მომიყვა, რომლის გვარ-სახელსაც არ დავასახელებ…

დღეს, სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლის ნაწყვეტებს ვუსმინე, სადაც სააკაშვილმა შვიდი ნოემბრის აქციის დარბევა ვანო მერაბიშვილს გადააბრალა. მართალია სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი მართავდა დარბევის პროცესს, მაგრამ დარბევის ოპერაცია სააკაშვილის გარეშე არ დაგეგმილა. იგი თავიდან ფეხებამდე ჩართული იყო პროცესებში.

გეგმა ამგვარად გამოიყურებოდა. სადღაც პესკებზე შ.ს.ს-ოს სპეცდანიშნულების რაზმებს ალყაში უნდა მოექციათ მომიტინგეები და საშინლად უნდა დაელეწათ და აგრეთვე დაეპატიმრებინათ. რაც საბედნიეროდ ვერ მოახერხეს ძალოვნებმა… მომიტინგეები ავლაბრისკენ დაიძრნენ და სამებისკენ მიაშურეს. ამგვარად მიშა სააკაშვილის გეგმა ჩავარდა.

დარბევის პროცესს სააკაშვილი და მისი სისხლიანი ხელისუფლების თითქმის ყველა მაღალჩინოსანი შავნაბადაზე დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. იქვე გახლდათ ვანო მერაბიშვილი თავის მოადგილეებთან ერთად.

მომიტინგეების ალყაში ვერ მოქცევის გამო სააკაშვილი გაცხარდა და საშინლად სცემა ეს ჩვენი ქვეყნის ხერხემალი ვანო მერაბიშვილი. სულ წიხლებით სცემდა და უყვიროდა რატომ ვერ მოაქციეს ალყაში და როგორ გაექცათ ხალხი ავლაბრის აღმართით. ამასობაში, ვანოს უნდოდა აეხსნა რომ რობოკოპები ძალზე გადაიღალნენ და ვერ მოასწრეს ალყის დროზე შეკვრა, მაგრამ ვინ მოუსმინა ვანიკოს... სააკაშვილმა მთელი მაშინდელი ხელისუფლების ბოსების თანდასწრებით, სულ ცემა-ცემით გააგდო მერაბიშვილი შავნაბადას თავშესაფარიდან!…“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მიხეილ ცაგარელის 3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო იცავს ჰოსპიტალიზაციისგან ადამიანს თუ ვაქცინაცია? - კულუმბეგოვის განმარტება

🔵„თუ ვინმეს გაინტერესებთ, რა ხდება ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix საქმეზე“... - იურისტი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

🔵„კლიმაქსს რომ ხმარობენ ქალები სხვა ქალების გასალანძღად, ნათლად ავლენს, რომ ჩამორჩენილი საზოგადოება ვართ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

წყარო: split.spnews.io