ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით წერს და ხელისუფლებას მიმართავს.
„2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გლდანის ციხის (მათ შორის ციხის საავადმყოფოს) შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდა „ქართული ოცნების“აქტივისტებს. პატიმრების შეყვანა და გამოყვანა ფაქტობრივად ვერ ხდებოდა. რამდენიმე საბადრაგო მანქანას, რომელსაც პატიმრები გარე საავადმყოფოში გაჰყავდა, თავს დაესხნენ და ამოყირავებასაც ცდილობდნენ.
არავის მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია. სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ რომ უარესი გელით. საქართველოს მთავრობა გაითვალისწინეთ“, - აცხადებს მშვენიერაძე.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.
ამავე თემაზე👇
🔵მეუფე ნიკოლოზი ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
🔵უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
🔵„კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად“ - ცაგარელის დღის რჩევა