Digest Logo

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

1606386281
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

საქართველოში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებასაც შეეხო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.

მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.