9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +27, +32 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6 ივლისს +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში დღეს უნალექო და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 6 ივლისიდან საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 ივლისს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი შედარებით აგრილდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მოდიან
რეპრესირებული ოჯახი, ავადმყოფობა, პატიმარი მამა და ერთადერთი ქალიშვილი - „მარიამ ბებიას“ პორტრეტი