Digest Logo

საქართველოში ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს

1630665157
პროგნოზი

საქართველოში ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა მინიმუმ 13 და მაქსიმუმ 29 გრადუსი იქნება.

3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

4 სექტემბერს გამოიდარებს და 8 სექტემბრამდე მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

8 სექტემბრამდე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28 გრადუსი იქნება.

თბილისში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

8 სექტემბრამდე, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 3-5 სექტემბერს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 6 სექტემბრიდან +29 გრადუსამდე მოიმატებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ ვაპირებ სიკვდილის ბოლომდე თეთრი ხალათის გახდას“ - ლევან რატიანი

🔵„დედის სიკვდილიანობა 22-ჯერ იზრდება - საკეისრო კვეთა სარისკოა კოვიდიან ორსულებში...“ - რევაზ ბოჭორიშვილი

🔵ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენება აუცილებელია - მაია ჩხაიძე